Aa
Aa

"ნაპოლი" მერტენსს კონტრაქტს გაუგრძელებს და ფასს დაადებს

იტალიური "ნაპოლის" ბელგიელ შემტევ დრის მერტენსს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, 30 წლის მერტენსი "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მისი გამოსასყიდი თანხა 28 მილიონი ევრო იქნება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ბელგიელი "სან პაოლოზე" 2021 წლამდე დარჩება და წლიურად 4 მილიონ ევროს აიღებს.

მერტენსს სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 25 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები