ტურნირები, რომლებიც რონალდომ შეიკთან დაშორების შემდეგ წააგო
Aa
Aa

ტურნირები, რომლებიც რონალდომ შეიკთან დაშორების შემდეგ წააგო

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს კარიერა რუს მოდელთან, ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ არც ისე კარგად მიდის. 

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2015 წლის იანვარში დაშორდა და მას შემდეგ რონალდომ ხელიდან ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობა გაუშვა. წინ კიდევ ესპანეთის ჩემპიონატია, სადაც "სამეფო კლუბს" კიდევ აქვს თეორიული შანსი, პირველ ადგილზე გავიდეს, თუმცა "ბარსელონა" ბრწყინვალე ფორმაშია და ჩემპიონობის უკვე თავად რეალელებსაც არ სჯერათ.

რაც შეეხება თავად შეიკს, რუს მოდელს საქმე მოსაწყენად ნამდვილად არ აქვს. სხვადასხვა პოპულარული ჟურნალისა და კომპანიის ფოტოსესიებში შეიკი კვლავ მონაწილეობს და რაც მთავარია, პარტნიორებს წინდებივით იცვლის, როგორც უცხოური პრესა ირწმუნება.

რონალდოსთან დაშორების შემდეგ შეიკი ფორმულა 1-ის მრბოლელთან, ლუის ჰემილტონთან, მსახიობ დუენ ჯონსონთან და ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ბრედლი კუპერთან შენიშნეს. ამ უკანასკნელთან კი პაპარაცებმა კოცნის დროს გამოიჭირეს.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2010 წლის იანვრიდან ხვდებოდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები