Aa
Aa

"კლივლენდმა" ბოსტონში მოიგო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში სერიის პირველი შეხვედრა ჩატარდა.

"კლივლენდმა" "ბოსტონს" ძალიან მარტივად აჯობა და 117:104 პრაქტიკულად უბრძოლველად დაამარცხა.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ლებრონ ჯეიმსმა და კევინ ლავმა. "მეფემ" 38 ქულა, 9 მოხსნა და 7 ასისტი ჩაიწერა, ხოლო ლავმა - 32 ქულა და 12 მოხსნა.

სერიის მეორე თამაში, 20 მაისს გამთენიისას, ისევ ბოსტონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები