მენი პაკიაოს კრივიდან წასვლა სურს
Aa
Aa

მენი პაკიაოს კრივიდან წასვლა სურს

ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი საკუთარ გადაწყვეტილებას მხრის ტრავმის მკურნალობის შემდეგ გამოაცხადებს.

"არ ვამბობ, რომ ვასრულებ კარიერას, მაგრამ ახლოს ვარ ასეთ გადაწყვეტილებასთან. დეკემბერში 37 წლის გავხდები. ამჟამად, კონცენტრირებული ვარ მხრის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესზე, რის შემდეგაც გამოვაცხადებ - დავრჩები რინგზე თუ წავალ დიდი სპორტიდან", - განაცხადა მენიმ.

ფილიპინელმა აღნიშნა, რომ არაერთხელ ნახა ფლოიდ მეივეზერთან "საუკუნის ბრძოლის" ვიდეოჩანაწერი და ისევ მიაჩნია, რომ მოიგო ორთაბრძოლა.

"ჩანაწერის კიდევ ერთხელ ხილვის შემდეგ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრძოლა მე მოვიგე ორი ქულის სხვაობით, მაგრამ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს და ამას უნდა შევეგუო", - ასკვნის პაკიაო.

ცხელი ამბები