Aa
Aa

"მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონია!

საფრანგეთის ლიგა 1-ის გამოტოვებულ შეხვედრაში, "მონაკომ" "სენტ ეტიენს" 2:0 მოუგო, რითაც ჩემპიონობა გაინაღდა. მასპინძელთაგან გოლები მბაპემ და ჟერმენმა გაიტანეს.

ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა 37 ტურის შემდეგ 92 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ მდევარს მთელი 6 ქულით გაუსწრო.

"მონეგასკებმა" ქვეყნის ჩემპიონობა მერვედ მოიპოვეს. მათ ბოლოს ეს ტიტული 1999-2000 წლების სეზონში ჰქონდათ მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები