ფალკაოსა და კოენტრაოს პროკურატურა ედავება
Aa
Aa

ფალკაოსა და კოენტრაოს პროკურატურა ედავება

ესპანეთის პროკურატურა რადამელ ფალკაოსა და ფაბიო კოენტრაოს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს.

როგორც ირკვევა, 2012-2013 წლებში, როცა ფალკაო "ატლეტიკოში" თამაშობდა, მან 5.6 მილიონ ევროს შემოსავალს დეკლარირება არ გაუკეთა და სახელმწიფო გადასახადს თავი აარიდა.

რაც შეეხება კოენტრაოს, მან 2012-2014 წლებში 1.3 მილიონი ევროს შემოსავალი დამალა.

ჯერჯერობით ამ ფაქტზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ვიცით, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივე მოთამაშე თავს ციხეში ამოყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები