„ბუცები გამიწმინდეთ, ყავა მომიტანეთ - ერთხელ სცადა, სასტარტოში ადგილი წაერთმია“
Aa
Aa

„ბუცები გამიწმინდეთ, ყავა მომიტანეთ - ერთხელ სცადა, სასტარტოში ადგილი წაერთმია“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ თანამემამულე რომარიოზე გულწრფელად ისაუბრა. "ფენომენო" გადაცემა Twitch show Bobo TV-ის სტუმარი იყო და რამდენიმე საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"რომარიოსგან და ბებეტოსგან ბევრი რამ ვისწავლე. ისინი ჩემთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ იმის მიუხედავად, რომ რომარიო დედა*******ი იყო, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბუცების გაწმენდასა და ყავის მოტანას აიძულებდა.

1997 წელს, გუნდისთვის უკვე მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყავი და ოქროს ბურთიც მოგებული მქონდა. მახსოვს, კოპა ამერიკისთვის ვემზადებოდით და ერთ-ერთი ვარჯიშისას რომარიომ მოულოდნელად მითხრა: „მოემზადე, ამაღამ გასართობად მივდივართ. არაფერზე ინერვიულო.“

მას კიბე ჰქონდა მომზადებული, რომლითაც სასტუმროს კედელზე გადავძვერით, მეორე მხარეს კი ტაქსი გველოდებოდა. დილის 5 საათზე დავბრუნდით და ვარჯიშზე არაფრის ძალა არ მქონდა. რომარიომ ეს განზრახ გააკეთა. უნდოდა, რომ გადავღლილიყავი და სასტარტო შემადგენლობაში ჩემი ადგილი დაეკავებინა.“

მას შემდეგ რომარიოს ბრაზილიის ნაკრებში დიდხანს არ უთამაშია, რონალდო კი მზად არ აღმოჩნდა, რომ 1998 წლის მუნდიალის ფინალში, ცნობილი მიზეზის გამო, საფრანგეთის ნაკრები შეეჩერებინა.

2002 წელს ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, რონალდომ ფინალში დუბლი შეასრულა, ბრაზილიამ გერმანიას მისი გოლებით სძლია. ასევე, 8 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ტურნირის ''ოქროს ბუცი'' მოიგო.

რონალდომ სანაკრებო კარიერა 2011 წელს დაასრულა, მას შემდეგ ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონატი არ მოუგია.

რონალდო ფეხბურთზე მეოცნებე ბავშვების კუმირი იყო, მათ შორის იმ ფეხბურთელების, რომლებიც დღეს თანამედროვე ფეხბურთში ეპოქას ქმნიან. მაგალითად, მესიმ AS-თან საუბარში განაცხადა:

''რონალდო ნაზარიო ფენომენი იყო. ვინც კი ოდესმე მინახავს, ის საუკეთესო ფორვარდია, ძალიან შთამბეჭდავი იყო''.

ლეო მესის თანაგუნდელი კილიან მბაპე იმ კაპსულაშია მოქცეული, როცა ფორვარდი სისწრაფითა და ფიზიკური სიძლიერით გამოირჩევა. სწორედ ეს თვისებები ჰქონდა ლეგენდარულ ბრაზილიელს, პლუს ბრწყინვალე ტექნიკა და ბურთის კონტროლის შესანიშნავი უნარი.

რონალდომ მბაპეზე საუბრისას აღნიშნა:

''ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, სწრაფია და ცივსისხლიანია გოლის გატანისას. მას შეუძლია ნომერ პირველი გახდეს''.

რონალდოს გასაოცარი, მონუმენტური კარიერა ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე ფეხბურთზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პალერმოს ექს-პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი გარდაიცვალა
პალერმოს ექს-პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი გარდაიცვალა