Aa
Aa

"ისმის საშინელი გინების ხმა" - ტალახაძის სახალისო ისტორია

სოციალურ ქსელში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის სურათები გავრცელდა, რომლებზეც ქართველ ძალოსანს იმიჯშეცვლილს ვხედავთ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ძალოსანთა ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა სახალისო ისტორია გაავრცელა.

„ყველა ლაშას ულვაშზე ლაპარაკობთ და გეტყვით რა მოხდა. შეკრებაზე ვართ დუშეთში, ვარჯიშიდან მოვდივართ და ლაშამ ჩაილაპარაკა წვერს შევისწორებო ჩემითო. ცოტახანში მეძახის, დავიწყე და ჩემი მანქანა დაჯდა, იქნებ შენი მომაშველოო. შევუტანე... თავისი მანქანა ზომაზე ეყენა და ჩემსას კიდევ თავი არ ქონდა ზედ. ამან ინსტიქტურად ჩართო და ქვედა ყბიდან აიტარა ბოლომდე. უცებ ისმის საშინელი გინების ხმა, მე გავრბივარ და ეს მომდევს. ასე დარჩა წვერის და თმის გარეშე. მე სილურჯეებზე ვმკურნალობ. თქვენ საღლიცინო მოგეცათ მადლობა.“- წერს ჭინჭარაული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორივე ხელით ახრჩობდა - ინციდენტი მსაჯსა და მწვრთნელს შორის
ორივე ხელით ახრჩობდა - ინციდენტი მსაჯსა და მწვრთნელს შორის