Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" გაისეირნა, ფაჩულიამ ტრავმა მიიღო...

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალში სერიის მეორე შეხვედრა ჩატარდა.

პირველი მატჩისგან განსხვავებით "გოლდენ სტეიტს" ამჯერად იოლი გასეირნება გამოუვიდა, რადგანაც "სან ანტონიოს" საქმე პრაქტიკულად პირველსავე მეოთხედში მოუმთავრა.

ზოგადად, მასპინძლებმა ოთხივე მეოთხედი მოიგეს და საერთო ჯამში 36 ქულიანი სხვაობით, 136:100 იმარჯვეს. 

თავის გუნდს სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 29 ქულას, 7-7 მოხსნა და ასისტი წაამატა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მან ჯამში მხოლოდ 7 წუთი ითამაშა და შემდეგ ტრავმა მიიღო. იგი ერთ-ერთი ეპიზოდისას პარკეტზე უხერხულად დაეცა და კოჭის დაზიანება აქვს. 

ტრავმის სიმძიმე დღეს დადგინდება. წინასწარი ვარაუდით, სერიოზული არაფერია და ზაზა მომავალ მატჩში ითამაშებს.

ეს გუნდები მომდევნო შეხვედრას 21 მაისს გამთენიისას გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები