ობამეიანგს ჩინეთში თამაში სურს!
Aa
Aa

ობამეიანგს ჩინეთში თამაში სურს!

ფრანგული l'equipe-ს ინფორმაციით, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "პსჟ"-ში გადასვლაზე უარი განაცხადა და თვალი ჩინეთისკენ უჭირავს.

გამოცემის თქმით, მან ყოველგვარი შეთავაზება დაბლოკა და სურს მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, ჩინურ სუპერ ლიგაში თამაშით გახდეს.

27 წლის ფორვარდს "ტიანძინ ქუანძინი" ეპატიჟება, რომლის რიგებშიც აქსელ ვიტსელი და ალეშანდრე პატო თამაშობენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი ფაბიო კანავაროა.

ჩინეთის სუპერ ლიგა 9 ტურის დაწყებულია. "ტიანძინი" 10 ქულით, ცხრილში მე-9 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები