ზედიზედ მეხუთედ - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, ტალახაძე წლის საუკეთესო სპორტსმენია
Aa
Aa

ზედიზედ მეხუთედ - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, ტალახაძე წლის საუკეთესო სპორტსმენია

2021 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ზედიზედ მეხუთედ მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე გახდა.  გამოკითხვა სპორტული ჟურნალისტებს შორის შედგა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, საუკეთესო ხუთეული ასეთია:

1. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) -  237 ქულა

2. ლაშა ბექაური (ძიუდო) - 189 ქულა

3. ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) - 131 ქულა

4. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) - 102 ქულა

5. გიორგი შერმადინი (კალათბურთი) - 35 ქულა

2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გუშემატკივარს სიურპიზები შესთავაზა - ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა და ამასთან ერთად, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო (223 კგ, 265 კგ, 488 კგ). 

28 წლის ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი ორჯერ მოიპოვა (2016, 2020). მის ანგარიშზე  მსოფლიოს ოთხი და ევროპის ხუთი ოქროს მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ქართველი, ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებასა და ეროვნებას
,,მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ქართველი, ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებასა და ეროვნებას"