Aa
Aa

"ბოსტონი" კონფერენციის ფინალშია!

NBA-ში ფლეი-ოფი დასასრულს უახლოვდება. აღმოსავლეთ კონფერენციის 1/2 ფინალის მეშვიდე შეხვედრაში "ბოსტონმა" "ვაშინგტონი" დაამარცხა და ფინალში "კლივლენდს" შეხვდება.

სერიის გადამწყვეტი მატჩი "სელტიკსმა" 115:105 მოიგო. ყველაზე მეტი, 32 ქულა ბრედლი ბილმა ჩააგდო, თუმცა ეს სტუმრებს მოსაგებად არ ეყოთ.

აიზია ტომასმა ორმაგი დუბლი მიითვალა. მან 29 ქულა და 12 პასი მოაგროვა.

"კლივლენდისა" და "ბოსტონის" სერია 18 მაისს გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები