სპეციალური კომისია იქმნება - საქართველო 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
Aa
Aa

სპეციალური კომისია იქმნება - საქართველო 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო 2023 წელს იქნება. 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

თავდაპირველად, ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, UEFA-ს საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.

პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის მზადების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დროებითი სამთავრობო კომისია შეიქმენა, რომელიც სპეციალურად ევრო 2023-სთვის იმუშავებს:

,,ფინალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა. აღნიშნული ჩემპიონატი 2023 წელს ძალიან დიდი მოვლენა იქნება. საქართველოში ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა და ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მათი ხილვის შესაძლებლობა მიეცემა.

თეა წულუკიანთან ერთად შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთან, ლევან კობიაშვილთან მქონდა.  ამ საკითხზე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ საჭირო დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნაა. დროებითი სამთავრობო კომისია სწორედ დღეს შეიქმნება. აღნიშნული კომისია ორგანიზებას ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას გაუწევს და მასთან დაკავშირებით ყველა საკითხს მოაგვარებს".

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს,  UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა. 

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში 2-2 ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 3 ქალაქის 4 სტადიონზე გაიმართება. მათ შორის: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ქვეყნის დედაქალაქში 2 სტადიონი დაიტვირთება - ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომელ ადგილს იკავებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მსოფლიო რეიტინგში?
რომელ ადგილს იკავებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მსოფლიო რეიტინგში?