ფერნანდო ტორესს „ენფილდზე“ დაბრუნება ეამაყება
Aa
Aa

ფერნანდო ტორესს „ენფილდზე“ დაბრუნება ეამაყება

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს "ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში" გადაბარგდება. 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის მერსისაიდული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით "ლივერპული" 29 მარტს საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებს.

შეხვედრაში მონაწილეობას მერსისაიდული გუნდის ყოფილი ფეხხბურთელები, მათ შორის მადრიდის "ატლეტიკოს" ამჟამინდელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესიც მიიღებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „ენფილდზე“ დაბრუნება მისთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება.

 

"ბედნიერი ვარ, რომ "ენფილდზე" დავბრუნდები, სადაც ძალიან კარგი დრო და ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გავატარე. იქ დაბრუნება ჩემთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენა იქნება. მეამაყება, რომ ჯერარდმა ამ საქველმოქმედო შეხვედრაში მიმიწვია. ძალზედ ემოციური დღე იქნება, რადგან ჩემს ძველ მეგობრებს შევხვდები: სტივის, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელია ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. აგრეთვე პეპე რეინას, ჩაბი ალონსოს და სხვებს. გარდა ამისა, მოუთმენლად ველოდები თავდასხმის ხაზში ლუის სუარესთან ერთად თამაშს" - განაცხადა ფერნანდო ტორესმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები