ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად საავადმყოფოშია
Aa
Aa

ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად საავადმყოფოშია

ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად საავადმყოფოშია.

ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრიალობა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე დათუნაშვილის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცხელი ამბები