რონალდუ: ,,ფეხბურთი მიყვარს და კარიერის გაგრძელება მსურს
Aa
Aa

რონალდუ: ,,ფეხბურთი მიყვარს და კარიერის გაგრძელება მსურს"

შვეიცარიის ქალაქ ციურიცხში 2021 წლის The Best-ის დაჯილდოება გაიმართა. კორონავირუსის გამო ცერემონია დახურულ კარს მიღმა შედგა.

განსხვავებით ოქროს ბურთისგან, FIFA-მ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და გერდ მიულერის რეკორდი დაამხო.  პოლონელმა თავდამსხმელმა ხსენებული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.

ჯილდოს გარეშე არც კრიშტიანუ რონალდუ დარჩა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა FIFA-სგან სპეციალური ჯილდო ეროვნულ ნაკრებში დამყარებული რეკორდის გამო მიიღო. 2021 წლის სექტემბერში, 5 ოქროს ბურთის მფლობელმა, ირლანდიას დუბლი შეუსრულა და ირანელ ალი დაეის (109) რეკორდი გააუმჯობესა.

კრიშტიანუ რონალდუმ ჯილდოს მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა:

ეს სიზმარია. პირველ რიგში მსურს მადლობა ჩემს თანაგუნდელებს გადავუხადო, რომელთა გვერდითაც ნაკრებში ვთამაშობ. რეკორდი 109 გოლი იყო არა?მაშინ მე 6 გოლით წინ ვარ! ეს სპეციალური ჯილდოა ფიფასგან, ორგანიზაციისგან, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ.

მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახსაც. მალე მე მამა ისევ გავხდები. იყო ყველა დროის ბომბარდირი, ეს შესანიშნავია. ამით ვამაყობ.

ამ სპორტითა და გოლების გატანით გატაცებული ვარ. ფეხბურთს 5 წლიდან ვთამაშობ, მიყვარს და  მოტივაცია ისევ მაქვს. 37 წელს ვუახლოვდები, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ვარჯიშებზე ბოლომდე კვლავ დავიხარჯები. თუ შენ სხეულს სათანადოდ მოექცევი, პასუხის ისიც დაგიბრუნებს. იმედი მაქვს, რომ ფეხბურთის თამაშს ოთხი ან ხუთი წელი ისევ შევძლებ.

დაჯილდოების ცერემონია 17 იანვარს, შვეიცარიის ყველაზე დიდი ქალაქიდან, პირდაპირ ეთერში მსოფლიოს არაერთ ქალაქში გადაიცემოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA THE BEST | ვის მისცა ხმა ჯაბა კანკავამ
FIFA THE BEST | ვის მისცა ხმა ჯაბა კანკავამ