მესიმ და ანტონელამ ქორწილის თარიღი გამოაცხადეს
Aa
Aa

მესიმ და ანტონელამ ქორწილის თარიღი გამოაცხადეს

ლიონელ მესი და მისი ბავშვობის შეყვარებული, ანტონელა როკუსო, დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, თუმცა დაქორწინებულნი ჯერაც არ არიან.

როგორც დღეს Hola Argentina-მ დაწერა, წყვილმა ქორწილის თარიღი შეათანხმა.

მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში საქორწინო ცერემონია 30 ივნისს შედგება (24 ივნისს ფეხბურთელი 30 წლის ხდება). 

მესისა და ანტონელას 2 შვილი - ტიაგო და მატეო ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები