ტოტიმ ფეხბურთიდან წასვლა გადადო?
Aa
Aa

ტოტიმ ფეხბურთიდან წასვლა გადადო?

რამდენიმე დღის წინ "რომას" გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომ ფრანჩესკო ტოტი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებდა და კლუბის დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლებდა. 

ეს ყველაფერი ყველამ ოფიციალურ განცხადებად ჩათვალა, თუმცა საქმე მთლად ასეც არ ყოფილა, რაზეც ტოტის დღევანდელი კომენტარი მიუთითებს. 

"28 მაისს ჩემი ბოლო მატჩია? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი"... - განუცხადა "პუპონემ" ერთ-ერთ იტალიურ გამოცემას. 

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საქმე შემოტრიალებულია, თუმცა ლეგენდას ჯერ წასვლა 100%-ით გადაწყვეტილი რომ არ აქვს, ეს ფაქტია.

ფრანჩესკო ტოტი რომში გახლავთ დაბადებული და მთელი კარიერა "რომას" რიგებში აქვს გატარებული. ის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 1992 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები