ცნობილია რომელ ქვეყნებს სურთ ევრო 2028 წლის მასპინძლობა
Aa
Aa

ცნობილია რომელ ქვეყნებს სურთ ევრო 2028 წლის მასპინძლობა

ევროპული მმართველი ორგანი მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით მსურველებს საშუალებას მისცემას განაცხადი წარადგინოს და ევრო 20280-ის მასპინძლობაზე პრეტენზია გამოთქვას.

დასაშვებია მეზობელი ქვეყნების კოჰაბიტაციაც - აქ მთავარი გეოგრაფიული მდეობარეობა იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელობის მსურველმა ქვეყანამ UEFA-ს 10 სტადიონი უნდა წარუდგინოს, რომელიც კონკრტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს - მაგალითისთვის, ტევადობა აუცილებლად უნდა აღემატებოდეს 60 000-ს. შესაძლოა, ათეულში  შედარებით მცირე სტადიონი მხოლოდ ერთი მოხვდეს.

ცნობილი გახდა, რომ დედლაინის ამოწურვამდე ევროპის 2028 წლის ჩემპიონატს მასპინძლობის სურვილი დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ უკვე გამოთქვეს. საგულისხმოა, რომ მიდის მსჯელობა, ევრო 2028-ზე  24-ის ნაცვლად 32 გუნდი დაუშვან, რაც ირლანდიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. უცხოური მედია წერს, რომ ქვეყნები მზად არიან 2030 წლის ჩემპიონატის განაცხადი გააუქმონ. მიზეზი მარტივია - 2030 წელს ურუგვაიში მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ჩატარების 100 წლის იუბილე შედგება, შესაბამისად, შესაძლოა, სამხრეთამერიკულ ქვეყნებს აღნიშნული ტურნირის მასპინძლობის მეტი შანსი ჰქონდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები