ფალკაო:
Aa
Aa

ფალკაო: "ჩვენ ყველაფერი გავიღეთ"

ფრანგული "მონაკოს" ლიდერმა და კაპიტანმა, რადამელ ფალკაომ, "იუვენტუსთან" 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მათ მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს და საკუთარი შანსები გამოიყენეს. 

რასაც ვერ ვიტყვი ჩვენზე, რადგანაც სათანადოდ ზუსტად ვერ ვმოქმედებდით. 

მთელი სეზონი "მონაკოსთვის" და ფრანგული ფეხბურთისთვის დაუღალავად ვიბრძოდით და ყველაფერს ვაკეთებდით.

იმედი მაქვს, მომავალი წელი უკეთესი იქნება". - განაცხადა ფალკაომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები