მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "ჩემი გოლი უფრო შემთხვევითობა იყო"

ფრანგული "მონაკოს" ლიდერმა, კილიან მბაპემ, "იუვენტუსთან" 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ გვინდოდა მათთვის პრობლემები შეგვექმნა, თუმცა ეს ხანდახან გამოგვდიოდა, რაც საკმარისი არაა.

ვფიქრობ, ჩემი გოლი შემთხვევითობა უფრო იყო, ვიდრე თამაშის მიმდინარეობის შესაბამისობა. 

ნებისმიერ შემთხვევაში დიდი გამოცდილება მივიღეთ. ეს კი მომავალ წელს ამ ტურნირზე კიდევ უფრო ძლიერებს დაგვაბრუნებს". - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფორვარდი ამბობდა, რომ ბუფონის კარში გოლის გატანა მისი ოცნება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები