ბონუჩი:
Aa
Aa

ბონუჩი: "კარდიფში მოგება შეგვიძლია"

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, "მონაკოსთან" 2:1 მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ახლა ბევრად გაზრდილები ვართ, ვიდრე ორი წლის წინ და "იუვეს" ამ სტადიამდე მოსვლა სრულიად ლოგიკურია. 

გაშვებული გოლი სირცხვილია, რადგან კონცენტრაცია დავკარგეთ. ასეთ ტურნირზე წამიერი მოდუნებაც არ შეიძლება.

გუნდში ყველა დარწმუნებულია, რომ ჩვენ კარდიფში მოგება შეგვიძლია. ეს ფორმაციის გუნდი უფრო ძლიერი, ორგანიზებული და სოლიდურია, ვიდრე ბერლინში". - თქვა ბონუჩიმ.

"ჩემპიონთა ლიგის" ფინალური შეხვედრა, კარდიფში, 3 ივნისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები