დანი ალვეში:
Aa
Aa

დანი ალვეში: "ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია"

ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა, "მონაკოსთან" 2:1 მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გოლი ხშირად არ გამაქვს, შესაბამისად, თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია.

ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი გოლი გუნდს დაეხმარა, გასულიყო უძლიერესი ტურნირის ფინალში.

ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. ახლა მთავარია ტიტული ჩვენთვის დავიტოვოთ". - განაცხადა ალვეშმა, რომელმაც "მონაკოს" მეორე გოლი გაუტანა. 

"ჩემპიონთა ლიგის" ფინალური შეხვედრა, კარდიფში, 3 ივნისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები