ჟარდიმის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ჟარდიმის პრესკონფერენცია

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა, "იუვენტუსთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"უნდა შევუტიოთ და რაც მთავარია ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. 

პირველ შეხვედრაში არაერთი ზუსტი დარტყმა შევასრულეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა "იუვე" უფრო ზუსტი აღმოჩნდა. 

ცხადია, მეტოქე უფრო შეკრული და ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენი წაგების მიზეზი ჩვენივე შეცდომები და შანსების გამოუყენებლობაა.

გვსურს, რომ ხვალ ჩვენი ოცნება კვლავაც ცოცხალი იყოს. სწორად გაიგეთ, მიზანი სწორედ ფინალში გასვლაა, რისთვისაც თითოეული მოთამაშე ყველაფერს გაიღებს. 

ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და იმით, რაც მათ აქამდე გააკეთეს, თუმცა ერთი მატჩის გამოკლებით და ეს მატჩი წინა კვირას 0:2 წავაგეთ". - თქვა ჟარდიმმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "მონაკომ" საკუთარ მოედანზე 0:2 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები