ალეგრის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ალეგრის პრესკონფერენცია

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "მონაკოსთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"მეტოქეს დასაკარგი აღარაფერი აქვს. ისინი თავისუფლად ითამაშებენ და ეცდებიან ცხოვრება გაგვირთულონ. მათ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, განსაკუთრებით წინა ხაზში.

ჩვენ აგრესიულად უნდა ვითამაშოთ და მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქროთ. ვიტყოდი, რომ იმაზე კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, ვიდრე - მონაკოში, რადგანაც იმ თამაშში შეცდომები გვქონდა.

ამ წუთისათვის დაფიქსირებული ანგარიში არაფერს ნიშნავს. უდავოა, რომ კარდიფამდე 90 წუთიანი მძიმე ბრძოლაა გადასატანი". - თქვა ალეგრიმ. 

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "იუვემ" 2:0 მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები