ლუის ენრიკე: კარგი იქნება თუ ანგარიშის გახსნას მოვახერხებთ
Aa
Aa

ლუის ენრიკე: კარგი იქნება თუ ანგარიშის გახსნას მოვახერხებთ

კატალონიის“ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ „ბაიერნის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, მისი გუნდის მთავარი ამოცანა მეტოქე გუნდის მოედანზე გოლის გატანა იქნება.

„ბაიერნი“ საკუთარ მოედანზე გაცილებით უკეთესად ასპარეზობს. ჩვენ ძალიან ყურადღებით თამაში გვმართებს და შევეცდებით, რომ მიუნხენელებმა რაც შეიძლება ნაკლები საგოლე მომენტი შექმნან. გუარდიოლას გუნდს ძალიან ძლიერი თავდასხმა ყავს და მათ „კამპ ნოუზეც“ საკმაოდ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. „ბაიერნს“ მხარს გულშემატკივრებიც აქტიურად დაუჭერენ, ასე რომ ბურთი რაც შეიძლება ხშირად უნდა ვაკონტროლოთ და იდეალური იქნება თუ ანგარიშის გახსნასაც მოვახერხებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი ფინალში გასვლაა და საწადელს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ“ - განაცხადა ლუის ენრიკემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები