Marca:
Aa
Aa

Marca: "მან თქვა კი"! - მბაპე თითქმის "რეალშია"...

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, კილიან მბაპე "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. 

"სამეფო კლუბის" წარმომადგენლები მბაპეს ოჯახს ესაუბრნენ და გარკვეული შედეგიც მიიღეს. მათ უკვე იციან, რომ თავად ფეხბურთელს მადრიდულ გრანდში თამაში სურს. 

მბაპემ ესპანელებს თუნდაც ამ ზაფხულსვე მათ რიგებში გადასვლისთვის მზადყოფნა გამოუცხადა. ამ მხრივ, მისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, "რეალის" მწვრთნელი, ზინედინ ზიდანია. 

სატრანსფერო თანხა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა როგორც ბოლო პერიოდში იწერება, "მონაკო" მბაპეს დაახლოებით 100 მილიონი ევროდ აფასებს.

ჩვენის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა საქმე "რეალს" ეხება და მით უმეტეს, ფეხბურთელიც ასეთი მოწადინებულია, პრობლემა ნაკლებად შეიძლება გაჩნდეს. 

შესაბამისად, დიდი ალბათობით, შეთანხმების მიღწევის შესახებ მალევე გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები