Aa
Aa

"ატლეტიკო" ლაკაზეტის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

ფრანგული L'Equipe-ს თქმით, მადრიდის "ატლეტიკომ" ალექსანდრ ლაკაზეტთან მოლაპარაკებები დაიწყო. 

ფრანგი ფორვარდი "ათლეტების" მთავარი საამზაფხულო სამიზნე იქნება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ესპანურ კლუბს სატრანსფერო შეზღუდვა აქვს და იგი ფეხბურთელს 2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე ვერ დაიმატებს. 

საქმე ისაა, რომ მადრიდელები ლაკაზეტთან შეთანხმების მიღწევას აქედანვე ცდილობენ, სხვა შემთხვევაში, ალბათ მათ სხვა დაასწრებს, რადგან "ლიონის" ფორვარდს უამრავი მსურველი ჰყავს. 

27 წლის თავდამსხმელს ამჟამინდელი კლუბი 60 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები