რომანიოლი
Aa
Aa

რომანიოლი "რომასთან" თითქმის გამორიცხულია

"მილანის" დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, ალესიო რომანიოლი, ტრავმის გამო "რომას" წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს. 

22 წლის რომანიოლის გუნდთან ერთად არც გუშინ უვარჯიშია და ექიმების ვარაუდით, იგი კვირამდე სრულად მომჯობინებას ვერ შეძლებს. 

როგორც იწერება, "რომასთან" "როსონერის" დაცვის ცენტრს პალეტა-საპატას წყვილი გაამაგრებს. 

შეგახსენებთ, რომ ალესიო რომანიოლი "მილანში" სწორედ "რომადან 2015 წელს გადავიდა.

"მილანი" და "რომა", კვირას, 22:45 საათზე, "სან სიროზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები