კიელინი: „რეალს“ „ვალენსიას“ კარში რვა ბურთის გატანა შეეძლო
Aa
Aa

კიელინი: „რეალს“ „ვალენსიას“ კარში რვა ბურთის გატანა შეეძლო

ტურინის „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი ესპანურ პრესას გაესაუბრა და განაცხადა, რომ მადრიდის „რეალს“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი ჰყავს.

„რეალის“ წინააღმდეგ ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მადრიდელებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდასხმის ხაზი ჰყავთ. „ვალენსიასთან“ შეხვედრაში ისინი აგრესიულად ნამდვილად არ მოქმედებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ მეტოქის კარში მინიმუმ 8 ბურთის გატანა შეეძლოთ“ - განაცხადა ჯორჯო კიელინიმ

შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „ვალენსიას“ შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. „იუვენტუსთან“, „ჩემპიონთა ლიგის“ განმეორებითი ნახევარფინალური ეტაპის მატჩს კი, „სამეფო გუნდი“ ოთხშაბათ საღამოს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები