რაიოლა: იბრაჰიმოვიჩის „მილანში“ დაბრუნება გამორიცხულია
Aa
Aa

რაიოლა: იბრაჰიმოვიჩის „მილანში“ დაბრუნება გამორიცხულია

„პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა, მისი კლიენტის გარშემო გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რის მიხედვითაც სეზონის ბოლოს ზლატანი „მილანში“ უნდა დაბრუნებულიყო. რაიოლას განცხადებით, იბრაჰიმოვიჩის „როსონერიში“ ტრანსფერი გამორიცხულია და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ მესმის, თუ რატომ არის იბრაჰიმოვიჩის „მილანში“ გადასვლის შესახებ, ბოლო დღეებში ამდენი საუბარი. ზლატანის „როსონერიში“ დაბრუნება გამორიცხულია“ - განაცხადა მინო რაიოლამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები