პიკე: მადრიდისტა რომ ვიყო, კასილასი ჩემი კუმირი იქნებოდა
Aa
Aa

პიკე: მადრიდისტა რომ ვიყო, კასილასი ჩემი კუმირი იქნებოდა

 ბოლო დროს მადრიდულ პრესაში „რეალის“ ლეგენდარულ მეკარეს, იკერ კასილასს ხშირად აკრიტიკებენ. ყველასთვის მოულოდნელად კი მას „ბარსელონას“ მცველი, ხერარდ პიკე გამოექომაგა და ესპანეთის ნაკრების მეკარეზე საკმაოდ დადებითად ისაუბრა.

"მადრიდის "რეალი" უმაღლესი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, თუმცა იკერ კასილასს ნამდვილად გამოვარჩევდი. მან „სამეფო კლუბს“ არაერთი წარმატება მოუტანა. მადრიდისტა რომ ვიყო, იკერი აუცილებლად ჩემი კუმირი იქნებოდა. კასილასი რამდენიმე წელია მსოფლიოს საუკეთესო მეკარის სტატუსს ატარებს და ქომაგების სტვენა ჩემთვის გაუგებარია, იკერი ამას არ იმსახურებს. „ელ კლასიკოში" უდიდესი დატვირთვა მივიღეთ. „სამეფო კლუბმა“ პირველ ტაიმში საოცრად ითამაშა, თუმცა სუარესის გოლმა მადრიდელები გატეხა და მატჩის სადავეები საბოლოოდ ვიგდეთ ხელთ“ - განაცხადა პიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები