„ძლიერ ჯგუფში, ძლიერ მეტოქეებთან მოვხვდით
Aa
Aa

„ძლიერ ჯგუფში, ძლიერ მეტოქეებთან მოვხვდით" - იაშვილმა ერთა ლიგის წილისყრაზე ისაუბრა

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ტაიმაუტში“ ერთა ლიგის წილისყრაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრები დ ჯგუფში მოხვდა და ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.

„ერთა ლიგის წინა გათამაშებასთან შედარებით ძლიერ ჯგუფში და ძლიერ მეტოქეებთან მოხვედრას ველოდით და ასეც მოხდა. ამისთვის მზად ვართ, რადგან საქართველოს ნაკრების მიზანი ჯგუფში გამარჯვება და პლეი ოფში გასვლაა. ვფიქრობ, რომ ბულგარეთიც და ჩრდილოეთ მაკედონიაც საინტერესო მეტოქეებია.

მათთან ბოლო მატჩები ცუდად ვითამაშეთ – ჩრდილოეთ მაკედონიასთან შინ წავაგეთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. მცირე ხნის წინ, ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მძიმე მარცხი განვიცადეთ (0:4). თითოეული ჩვენგანის მიზანია, რომ ვითარება გამოვასწოროთ და წარმატებით ვითამაშოთ.

ჩემი აზრით, მშვენიერი კალენდარია. თამაშს შინ ვიწყებთ და მერე ორი გასვლაა. ვფიქრობ, სექტემბერშიც, კარგი ვარიანტია ბოლო ორი შეხვედრიდან ერთ-ერთი შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გასვლაზე გიბრალტართან“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს შინ გიბრალტართან ჩაატარებს (2 ივნისი), შემდეგ ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება (5 ივნისი), რასაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასვლითი მატჩი მოჰყვება (9 ივნისი). ვილი სანიოლის გუნდი ივნისის თვეში მეოთხე შეხვედრას საკუთარ კედლებში ბულგარეთთან გამართავს (12 ივნისი).

მომზადებულია 1tv.ge-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''დიდი მადლობა ქომაგობისთვის'' - ტალახაძის პირველი კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ
''დიდი მადლობა ქომაგობისთვის'' - ტალახაძის პირველი კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ