უკვე ოფიციალურად: ლეგენდა მიდის!..
Aa
Aa

უკვე ოფიციალურად: ლეგენდა მიდის!..

იტალიური "რომას" ცოცხალი ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი, სეზონის ბოლოს აქტიურ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

ამის შესახებ რომაული კლუბის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულში ტოტი "რომას" დირექტორთა საბჭოში გააგრძელებს მუშაობას. 

ფრანჩესკო ტოტი რომას" აკადემიაში 13 წლისა ჩაირიცხა. 16 წლისას კი მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

"ერ პუპონემ" (დიდი ბავშვი) სულ "ჯალოროსის" მაისურით 783 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა. 2001 წელს ტოტი "რომასთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები