მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "მათ 2 შანსი ჰქონდათ და ორივე გაიტანეს"

"მონაკოს" თინეიჯერმა ლიდერმა, კილიან მბაპემ, "იუვენტუსთან" (0:2) წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ გამოცდილება დაგვაკლდა და თითქოს გოლის გასატანად მზად არ ვიყავით. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ერთიც ვერ გამოვიყენეთ. 

მათ 2 შანსი ჰქონდათ და 2 გოლი გაიტანეს. 

ვფიქრობ, ეს გაკვეთილი იქნება, რამაც პროგრესის საშუალება უნდა მოგვცეს". - განაცხადა მბაპემ. 

"იუვენტუსი" და "მონაკო", 9 მაისს, "იუვენტუს სთედიუმზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები