დალასს გაცვლა სურს - ირვინგი შესაძლოა კალათბურთს დაუბრუნდეს
Aa
Aa

დალასს გაცვლა სურს - ირვინგი შესაძლოა კალათბურთს დაუბრუნდეს

ინსტაგრამზე ირვინგმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის კალათბურთის ფეხსაცმელს იცვამს. ამ სეზონში მოთამაშეს ჯერ არ უთამაშია, მას შემდეგ, რაც მას უარი უთხრეს NBA-ში მონაწილეობის შესაძლებლობაზე, რადგან ის არ იყო აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

The Athletic-ის ცნობით, „ბრუკლინს“ გაუჩნდა ოპტიმიზმი, რომ მიმდინარე სეზონში ირვინგი გუნდს დაეხმარება, რიგ მატჩებში მაინც. როგორც ცნობილია, ნიუ იორკის შტატში ახალი კანონმდებლობის თანახმად, აუცრელი ადამიანი დახურულ სივრცეში ვერ შევა. ავტომატურად ვერც ირვინგი ითამაშებს და ივარჯიშებს გუნდთან ერთად.

საგარეო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება კაირის შეუძლია, თუმცა კლუბმა ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე უარი თქვა, ეს კი დასჯის მიზნით მოხდა.

როგორც ცნობილია, ირვინგს „ბრუკლინთან“ 4-წლიანი კონტრაქტი აქვს, რომლის მიხედვითაც ის 136 მილიონ დოლარს მიიღებს. ამ სეზონში მას 34 მილიონი უნდა მიეღო. ვაქცინაზე უარის თქმის გამო ის დაახლოებით 15 მილიონს დაკარგავს. თითოეული გამოტოვებული მატჩისთვის კაირი დაახლოებით 380 ათას დოლარს კარგავს.

ესპანური Marca წერს, რომ არის მეორე ვარიანტიც. „დალასი“ კაირის დამატებით ინტერესდება და მზადაა მოლაპარაკება გარიგებაში კრისტაპს პორზინგისის ჩართვით დაიწყოს. „მავერიკსს“ სურს, რომ დონჩიჩისა და ირვინგის დუეტი იხილოს.

როგორც მოგეხსენებათ, ტეხასის შტატში ვაქცინაციის მხრივ შედარებით მეტი არჩევანი და თავისუფლებაა (ისევე როგორც ფლორიდის შტატში). მოქალაქეებს არსად ზღუდავენ და დამსაქმებელს კანონის თანახმად არ აქვს უფლება დასაქმებულს აცრა აიძულოს და ამ მიზნით სამსახურიდან დაითხოვოს. გუბერნატორმა მსგავსი ქმედებები რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად აკრძალა.

აქედან გამომდინარე, „დალას მავერიკსის“ ირვინგისადმი ინტერესი ლოგიკურად მოჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე „ბრუკლინში“ ინფორმაციას არ ადასტურებენ და კაირის გაშვებაზე არაფერს ამბობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს
სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს