ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "ვცდილობ დავამტკიცო, რომ ამ დონეზე თამაშს ვიმსახურებ"

ჯანლუიჯი ბუფონმა "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში "მონაკოსთან" (2:0) მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ყველა თამაშში ვცდილობ დავამტკიცო, რომ ასაკის მიუხედავად, ამ დონეზე თამაშს ვიმსახურებ. ამისთვის ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობ. 

კარგი თამაში ჩავატარეთ და ძალიან მონდომებულები ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ "მონაკოს" ბრწყინვალე შეტევა ჰყავს. 

მიზანს მივუახლოვდით, თუმცა კიდევ უფრო მეტი ვარჯიში და ძალისხმევაა საჭირო". - თქვა ბუფონმა.

ჯიჯის "ჩემპიონთა ლიგაზე" უკვე 621 წუთია გოლი არ გაუშვია, რითაც იგი იენს ლემანის რეკორდს უახლოვდება - გერმანელის მშრალი სერია 853 წუთს შეადგენს.

"იუვენტუსი" და "მონაკო", 9 მაისს, "იუვენტუს სთედიუმზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები