Aa
Aa

"სან ანტონიომ" გაათანაბრა, "კლივლენდი" გაიქცა...

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის მატჩები გრძელდება. დღეს გამთენიისას 2 შეხვედრა გაიმართა. 

გრეგ პოპოვიჩის "სან ანტონიომ" ტეხასურ დერბიში "ჰიუსტონთან" სერიაში წონასწორობა აღადგინა. სერიის პირველი მატჩი, თანაც სახლში "სპერსს" წაგებული ჰქონდა და ფეხის დაცდენა აღარ შეიძლებოდა. 

მასპინძლებმა საქმეს ხელი თავიდანვე მოკიდეს. პირველი და მეორე პერიოდი ჯამში 10 ქულის სხვაობით მოიგეს და თამაშიც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს - 121:96. 

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა კავაი ლეონარდმა, რომელმაც 34 ქულას, 8 ასისტი და 7 მოხსნა წაამატა. 18-18 ქულა ჩააგდეს ტონი პარკერმა და "როკეტსის" მძიმე ფორვარდმა, რაიან ანდერსონმა. 

კლივლენდში, "კავალიერსმა" "ტორონტოს" სერიის მეორე მატჩიც ძალიან მარტივად მოუგო. 

ლებრონი და კომპანია თავიდანვე სოლიდურად გამოიყურებოდნენ და სტარტზე მოპოვებული უპირატესობა თანდათან კიდევ უფრო განამტკიცეს - 125:103.

ფენომენალური პერფორმანსი აჩვენა "მეფე ლებრონმა". მან 39 ქულა ჩააგდო და თავის გუნდს ჩვეულად ულიდერა. 

სერიაში ანგარიში 2:0-ია და მომდევნო 2 თამაში ტორონტოში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები