დელ პიერო მბაპეზე:
Aa
Aa

დელ პიერო მბაპეზე: "იმედია დღეს საუკეთესოდ ვერ ითამაშებს"

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, "მონაკოს" ფორვარდ კილიან მბაპეზე ისაუბრა.

"ის ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებს. ბუნებრივია, როცა ასეთი სეზონის გაქვს, მისი შესაბამისად დასრულება გინდა, თუმცა იმედი მაქვს, "იუვეს" წინააღმდეგ მას და მის გუნდს საუკეთესო თამაშის ჩვენება არ გამოუვათ.

მბაპეს თამაში ანრისას მაგონებს, რომელიც საოცარი ფეხბურთელი იყო. ასეთი მოთამაშეები თავისით კონცენტრირდებიან და მაქსიმუმის ჩვენებას ცდილობენ". - განაცხადა დელ პიერომ. 

"მონაკო" და "იუვენტუსი", დღეს, 22:45 საათზე, "ლუი II"-ზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები