საპრეზიდენტო არჩევნების ერთადერთი კანდიდატი კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლებს შეხვდა
Aa
Aa

საპრეზიდენტო არჩევნების ერთადერთი კანდიდატი კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლებს შეხვდა

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, კანდიდატს, ვიქტორ სანიკიძეს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, არჩევნებში ერთი, საერთო კანდიდატი იქნება წარმოდგენილი.

ვიქტორ სანიკიძემ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა - ინფორმაციასა და ვიდეომასალას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელევს. აღნიშნულის გარდა, ცნობილი გახდა ისიც, რომ სანიკიძე ფედერაციის სრულ შემადგენლობას გრძელვადიან თანამშრომლობას და არსებული სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაპირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათიდან, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ვფიქრობთ, კალათბურთის სფეროს განსავითარებლად 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ
,,ვფიქრობთ, კალათბურთის სფეროს განსავითარებლად 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ" - ირაკლი ღარიბაშვილი