ჟარდიმის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ჟარდიმის პრესკონფერენცია

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა, "იუვენტუსთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ მეტოქეს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ის ორგანიზებული და დაბალანებული გუნდია. ძალიან ძლიერი შეტევა ჰყავს, რომლისთვისაც 2 მომენტიც საკმარისია, რათა გოლი გაიტანოს. 

გარდა ამისა შესანიშნავად თამაშობენ სტანდარტულებისას და თავის დაცვაც ჩინებულად გამოსდით. 

"დორტმუნდსა" და "სიტის" გასვლაზე 3-3 გოლი გავუტანეთ, თუმცა ისინი შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და დაცვაზე შედარებით ნაკლებ აქცენტს აკეთებენ. "იუვენტუსი" სხვა სტილის გუნდია. 

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ე.წ. "დამაკავშირებელ ფაზებს", რომლის საშუალებითაც დაცვიდან შეტევაში ბურთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიტანოთ. ეს ფაქტორი, მეტოქის დაცვის მწყობრი და ძლიერი თამაშიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება". - თქვა ჟარდიმმა. 

"მონაკო" და "იუვენტუსი", დღეს, 22:45 საათზე, "ლუი II"-ზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები