მილანი 1:2 ლივერპული - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

მილანი 1:2 ლივერპული - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „მილანმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. თავისი მატჩი „ატლეტიკომ“ მოიგო და ჯგუფიდან „როხიბლანკო“ და „ლივერპული“ გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა მინდორზე შესუსტებული შემადგენლობა გამოიყვანა, თუმცა იტალიელთა დასამარცხებლად ესეც საკმარისი გამოდგა. ანგარიში 29-ე წუთზე ტომორიმ გახსნა. შეხვედრა საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობდა და ერთ-ერთი მორიგი შეტევის დროს სალაჰმა ანგარიში გაათანაბრა. „ფარაონმა“ 36-ე წუთზე მენიოს შეცდომით ისარგებლა. მეორე ტაიმი პირველი მსგავსად საკმაოდ მშვიდად წარიმართა. ორიჯიმ 55-ე წუთზე „მილანის“ კარი აიღო და საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.

საინტერესო ფაქტები

„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაში მოიგო.

დივოკ ორიჯიმ ბოლო 15 მატჩის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა. უკანასკნელად მან 2019 წელს ფინალში „ტოტენჰემის“ კარი აიღო.

ფიკაიო ტომორი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისურ კლუბს ისეთ დროს გაუტანა, როდესაც სხვა ქვეყნის გუნდში თამაშობდა. პირველად ეს პატრიკ რობერტსმა „სელტიკისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრაში მოახერხა. მეორედ კი მიმდინარე წელს ჯუდი ბელინგემმა ასევე „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.”

რა თქვა კლოპმა მატჩის შემდეგ?

„ამ მატჩის მოგების სურვილი გვქონდა. დაძაბული გრაფიკი გვაქვს და საკმაოდ გაგვიჭირდა. ჩემი ბიჭების თამაშით ამაყი ვარ. ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და ბედნიერი ვარ. დღეს კარგი „ლივერპული“ ვიხილე. ალისონმა, სალაჰმა და მანემ აჩვენეს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან. ექვსივე თამაშის მოგებამ ბედნიერი გამხადა. ჩავთვალე, რომ ჩემი არჩეული შემადგენლობა გაიმარჯვებდა.

რა თქვა პიოლიმ მატჩის შემდეგ?

„სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა. ძალიან გვინდოდა გულშემატკივრებისთვის სიამოვნება მიგვენიჭებინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 6 მატჩიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ეს არ იყო შეხვედრა და ანგარიში, რომელიც ჩვენ გვინდოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები