მილანი ჯგუფში ჩარჩა - ატლეტიკომ პორტუს მოუგო და მერვედფინალში გავიდა
Aa
Aa

მილანი ჯგუფში ჩარჩა - ატლეტიკომ პორტუს მოუგო და მერვედფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ყურადღებას ორი მატჩი იწვევდა. „პორტუ“ – „ატლეტიკო“ და „მილანი“ – „ლივერპული“.

პორტუგალიური კლუბის წარუმატებლობის და „როსონერის“ გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე პიოლის გუნდი გადიოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.

„მილანმა“ „ლივერპულთან“ 1:2 წააგო. აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა მინდორზე შესუსტებული შემადგენლობა გამოიყვანა, თუმცა იტალიელთა დასამარცხებლად ესეც საკმარისი გამოდგა.

ანგარიში 29-ე წუთზე ტომორიმ გახსნა. შეხვედრა საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობდა და ერთ-ერთი მორიგი შეტევის დროს სალაჰმა ანგარიში გაათანაბრა. „ფარაონმა“ 36-ე წუთზე მენიოს შეცდომით ისარგებლა. მეორე ტაიმი პირველი მსგავსად საკმაოდ მშვიდად წარიმართა. ორიჯიმ 55-ე წუთზე „მილანის“ კარი აიღო და საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.

მადრიდის „ატლეტიკომ“ „პორტუს“ შანსი არ დაუტოვა და 3:1 მოუგო. პირველი ტაიმი ფრე 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ და 56-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა საკუთარი გუნდი დააწინაურა. შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა. მსაჯმა კარასკო, ვენდელი და მარჩეზინი გააძევა.

90-ე წუთზე სხვაობა ორამდე კორეამ გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე დე პაულმა 3:0 დააფიქსირა. მატჩის ბოლოს წუთზე „როხიბლანკოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოლივეირამ გოლად აქცია.

ცნობისთვის, პიოლის გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ვერც ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები