სიტი ლაიპციგთან დამარცხდა - პსჟ-მ ბრიუგეს გადაურბინა
Aa
Aa

სიტი ლაიპციგთან დამარცხდა - პსჟ-მ ბრიუგეს გადაურბინა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ადრეული მატჩები გაიმართა. „პარი სენ ჟერმენმა“ „ბრიუგეს“ უმასპინძლა, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ „ლაიპციგს“ ესტუმრა. მატჩები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

პარიზულმა გრანდმა ბელგიური კლუბი მარტივად 4:1 დაამარცხა. საწყის წუთებზე კილიან მბაპემ გაიბრწყინა და დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ ლეო მესის ჯერი დადგა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ეფექტური დარტყმით „ბრიუგეს“ კარი პირველივე ტაიმში აიღო, ხოლო მეორე ნახევარში, 76-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გაიტანეს.

სენსაცია შეიძლება დავარქვათ „ლაიპციგისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩს. „ქალაქელები“ მერვედფინალში უკვე გასულები იყვნენ, თუმცა ბოლო ტურში გუარდიოლას გუნდმა მძიმე ბრძოლაში 2:1 წააგო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიწურულს მინდვრიდან კაელ უოკერი გააძევეს და ამის გამო ინგლისელი უკანახაზელი მერვედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფი "სიტიმ" პირველ ადგილზე 12 ქულით დაასრულა, ხოლო პსჟ 11 ქულით მეორე პოზიციაზე მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები