ბაიერნი VS ბარსელონა - მატჩის წინ
Aa
Aa

ბაიერნი VS ბარსელონა - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მიუნხენის „ბაიერნი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. ხსენებულ დაპირისპირებაში კატალონიური გრანდის მერვედფინალში გასვლის საკითხი წყდება. მატჩის წინ, CrystalSport ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ბარსელონა“

კატალონიური გრანდი ამ ძალზედ მნიშვნელობა მატჩს ცუდ ხასიათზე ხვდება. ჩავის გუნდმა ლა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ კედლებში „ბეტისთან“ წააგო და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესა. ბარსას ბევრი ტრავმირებულიც ჰყავს, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

დანაკლისი:

ჩავი ერნანდესს მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარებიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც პედრი, ბრაითვაიტი, სერხი რობერტო, სერხიო აგუერო და ანსუ ფატი. ესპანელი სპეციალისტი საკმაოდ რთულ ვითარებაშია.

რა თქვა ჩავიმ მატჩის წინ?

„სამწუხაროა, რომ გულშემატკივრები არ იქნებიან. ჩვენ ყოველთვის მათთვის ვთამაშობთ და ასე ხიბლი იკარგება. გულშემატკივარი ყოველთვის მე-12 მოთამაშეა. თუ ვერ გავიმარჯვებთ „ბენფიკაზე“ ვიქნებით დამოკიდებული. ზოგადად უკეთესია საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული და არა სხვაზე..

თუ ლევანდოვსკი საუკეთესო არ არის, ერთ-ერთი საუკეთესო აუცილებლად არის. რობერტი რამდენიმე წელია განსხვავებას ქმნის. პოლონელი მხოლოდ გოლებისთვის არ თამაშობს. ის „ბაიერნს“ ბევრ სხვა რამეში ეხმარება.

გამარჯვებისთვის და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბევრს ვმუშაობთ. ჩვენ ვართ ბარსა და გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა ვცადოთ. ხვალ ისტორიის დაწერის შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. „ბაიერნი“ ბრწყინვალე ფორმაშია და ფრთხილად უნდა ვითამაშოთ.

ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებულები და ამ იარაღის გამოყენებას ვეცდებით. ეს ერთი მატჩია და ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. ის, ვინც ცდილობს და ბოლომდე იხარჯება, არ სჯერა სიტყვა „წარუმატებლობის.“

„ბაიერნი“

„რეკორდმაისტერისთვის“ ეს დაპირისპირება ბევრს არაფერს წყვეტს. ნაგელსმანის გუნდს 15 ქულა აქვს და ჯგუფიდან დიდი ხნის წინ გავიდა. ბუნდესლიგაშიც ყველაფერი იდეალურად მიდის. „ბაიერნმა“ ბოლო ტურში „დორტმუნდი“ დაამარცხა, 4-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა და ბუნდესლიგას დამაჯერებლად ლიდერობს.

დანაკლისი:

ამ მხრივ სიტუაცია მიუნხენურ გრანდშიც სავალალოა. იულიან ნაგელსმანს „ბარსელონასთან“ ისეთი ფეხბურთელები არ ეყოლება, როგორებიც გნაბრი, გორეცკა, კიმიხი, ჩუპო-მოტინგი და ზაბიცერი არიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლუკა ერნანდესის თამაშიც.

რა თქვა ნაგელსმანმა მატჩის წინ?

„ბარსელონა ძალიან კარგი გუნდია. მათ ჯერ კიდევ ჰყავთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ახლა ჩვენი მოწინააღმდეგე დიდ ზეწოლას განიცდის და ვფიქრობ, გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩვენთვის პრიორიტეტი ვინმეს გაგდება არ არის, მთავარი მხოლოდ 3 ქულაა. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე გავანადგურებთ, თუ არა ბარსას. ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ.

გორეცკას არ უვარჯიშია და ბარსასთან არ იქნება. მცირეა შანსი გნაბრის თამაში. „დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ მას პრობლემები აქვს. ასევე არ იქნება ჩუპო-მოტინგი. კიმიხზე კი ახალი არაფერია. ზაბიცერიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ძალიან კარგი წლების შემდეგ, „ბარსელონამ“ აღორძინება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, მათ მაინც ჰყავთ ბრწყინვალე ფეხბურთელები. საუბარი ფატიზე, ნიკოზე და გავიზეა. იმედი მაქვს ანსუმანე მალე გამოჯანმრთელდება.“

რა შემთხვევაში გავა ბარსა ჯგუფიდან?

კატალონიურ გრანდს 5 ტურის შემდეგ 7 ქულა და მეორე პოზიციაზე იმყოფება. „ბენფიკა“ 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. „ბლაუგრანა“ თავის თავზეა დამოკიდებული. „ბაიერნის“ დამარცხების შემთხვევაში „ბენფიკას“ მატჩის შედეგს აზრი ეკარგება. იმ შემთხვევაში, თუ ბარსამ ვერ მოიგო და პორტუგალიურმა კლუბმა გაიმარჯვა, შემდეგ ეტაპზე სწორედ ჟორჟე ჟესუსის გუნდი გავა. ცნობისთვის, ერთნაირი ქულების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე მაინც „ბენფიკა“ გავა.

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. „რეკორდმაისტერის“ მხრიდან მიულერმა და ლევანდოვსკიმ(2) გამოიჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები