ჩავი:
Aa
Aa

ჩავი: "ჩვენ ბარსა ვართ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია"

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მიუნხენის „ბაიერნი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. ხსენებულ დაპირისპირებაში კატალონიური გრანდის მერვედფინალში გასვლის საკითხი წყდება. მატჩის წინ, ბარსას თავკაცმა ჩავიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩავი:

„სამწუხაროა, რომ გულშემატკივრები არ იქნებიან. ჩვენ ყოველთვის მათთვის ვთამაშობთ და ასე ხიბლი იკარგება. გულშემატკივარი ყოველთვის მე-12 მოთამაშეა. თუ ვერ გავიმარჯვებთ „ბენფიკაზე“ ვიქნებით დამოკიდებული. ზოგადად უკეთესია საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული და არა სხვაზე..

თუ ლევანდოვსკი საუკეთესო არ არის, ერთ-ერთი საუკეთესო აუცილებლად არის. რობერტი რამდენიმე წელია განსხვავებას ქმნის. პოლონელი მხოლოდ გოლებისთვის არ თამაშობს. ის „ბაიერნს“ ბევრ სხვა რამეში ეხმარება.

გამარჯვებისთვის და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბევრს ვმუშაობთ. ჩვენ ვართ ბარსა და გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა ვცადოთ. ხვალ ისტორიის დაწერის შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. „ბაიერნი“ ბრწყინვალე ფორმაშია და ფრთხილად უნდა ვითამაშოთ.

ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებულები და ამ იარაღის გამოყენებას ვეცდებით. ეს ერთი მატჩია და ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. ის, ვინც ცდილობს და ბოლომდე იხარჯება, არ სჯერა სიტყვა „წარუმატებლობის.“

რა შემთხვევაში გავა ბარსა ჯგუფიდან?

კატალონიურ გრანდს 5 ტურის შემდეგ 7 ქულა და მეორე პოზიციაზე იმყოფება. „ბენფიკა“ 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. „ბლაუგრანა“ თავის თავზეა დამოკიდებული. „ბაიერნის“ დამარცხების შემთხვევაში „ბენფიკას“ მატჩის შედეგს აზრი ეკარგება. იმ შემთხვევაში, თუ ბარსამ ვერ მოიგო და პორტუგალიურმა კლუბმა გაიმარჯვა, შემდეგ ეტაპზე სწორედ ჟორჟე ჟესუსის გუნდი გავა. ცნობისთვის, ერთნაირი ქულების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე მაინც „ბენფიკა“ გავა.

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. „რეკორდმაისტერის“ მხრიდან მიულერმა და ლევანდოვსკიმ(2) გამოიჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები