კუმანი ერჩივნა - დეპაი შესაძლოა ბარსელონადან წავიდეს
Aa
Aa

კუმანი ერჩივნა - დეპაი შესაძლოა ბარსელონადან წავიდეს

კატალონიის „ბარსელონას“ წინ სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩი ელოდება. „ბლაუგრანა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნს“ უნდა შეხვდეს და ამ შეხვედრაში ბარსას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის ბედი წყდება.

მთელი კატალონია ამ დაპირისპირებაზეა მოტივირებული, გარდა მემფის დეპაისა. ნიდერლანდელი შემტევი საკმაოდ არასასიამოვნო განცხადებით გამოირჩა.

სპორტული გამოცემა El Nacional იუწყება, რომ მემფისს „ბარსელონას“ დატოვება სურს. 27 წლის შემტევი თვლის, რომ რონალდ კუმანთან მუშაობა უფრო კომფორტული იყო ვიდრე ახლა ჩავისთან. როგორც ჩანს დეპაი და ესპანელი ლეგენდა ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდების ნაკრების ლიდერი კატალონიიდან შესაძლოა იანვარში აიბარგოს. El Nacional იმასაც წერს, რომ გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მემფისი მინიმუმ ზაფხულამდე გუნდში დარჩება, თუმცა უცნობია რა მოთხოვნები აქვს 27 წლის ფეხბურთელს.

დეპაი „ბარსელონაში“

შეგახსენებთ, რომ მემფისი კატალონიურ გრანდს გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ლიონიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში დეპაიმ „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 20-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები