Aa
Aa

"ვინმეს გაგდება ჩვენი მიზანი არ არის" - ნაგელსმანი ბარსასთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მიუნხენის „ბაიერნი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. ხსენებულ დაპირისპირებაში კატალონიური გრანდის მერვედფინალში გასვლის საკითხი წყდება. მატჩის წინ, „რეკორდმაისტერის“ თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ნაგელსმანი:

„ბარსელონა ძალიან კარგი გუნდია. მათ ჯერ კიდევ ჰყავთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ახლა ჩვენი მოწინააღმდეგე დიდ ზეწოლას განიცდის და ვფიქრობ, გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩვენთვის პრიორიტეტი ვინმეს გაგდება არ არის, მთავარი მხოლოდ 3 ქულაა. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე გავანადგურებთ, თუ არა ბარსას. ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ.

გორეცკას არ უვარჯიშია და ბარსასთან არ იქნება. მცირეა შანსი გნაბრის თამაში. „დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ მას პრობლემები აქვს. ასევე არ იქნება ჩუპო-მოტინგი. კიმიხზე კი ახალი არაფერია. ზაბიცერიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ძალიან კარგი წლების შემდეგ, „ბარსელონამ“ აღორძინება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, მათ მაინც ჰყავთ ბრწყინვალე ფეხბურთელები. საუბარი ფატიზე, ნიკოზე და გავიზეა. იმედი მაქვს ანსუმანე მალე გამოჯანმრთელდება.“

რა შემთხვევაში გავა ბარსა ჯგუფიდან?

კატალონიურ გრანდს 5 ტურის შემდეგ 7 ქულა და მეორე პოზიციაზე იმყოფება. „ბენფიკა“ 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. „ბლაუგრანა“ თავის თავზეა დამოკიდებული. „ბაიერნის“ დამარცხების შემთხვევაში „ბენფიკას“ მატჩის შედეგს აზრი ეკარგება. იმ შემთხვევაში, თუ ბარსამ ვერ მოიგო და პორტუგალიურმა კლუბმა გაიმარჯვა, შემდეგ ეტაპზე სწორედ ჟორჟე ჟესუსის გუნდი გავა. ცნობისთვის, ერთნაირი ქულების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე მაინც „ბენფიკა“ გავა.

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. „რეკორდმაისტერის“ მხრიდან მიულერმა და ლევანდოვსკიმ(2) გამოიჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები