ტრავმა მოიშუშა, მაგრამ მაინც ვერ ითამაშებს - კოვაჩიჩს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

ტრავმა მოიშუშა, მაგრამ მაინც ვერ ითამაშებს - კოვაჩიჩს კორონავირუსი დაუდგინდა

„ჩელსის“ ბანაკში არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. მატეო კოვაჩიჩი, რომელიც მინდორზე 26 ოქტომბრის შემდეგ ტრავმის გამო არ გამოჩენილა, დაბრუნდა, ვარჯიში განაახლა და დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ხორვატი ნახევარმცველი ახლა იზოლაციაშია გადასული და თავს კარგად გრძნობს. მინდორს კი იქამდე ვერ დაუბრუნდება, სანამ მისი PCR ტესტის პასუხი დადებითი არ იქნება.

„არისტოკრატების“ თავკაცს ტომას ტუხელს ნახევარდაცვის ხაზში პრობლემები აქვს. ცნობილია, რომ ტრავმების გამო გარკვეული პერიოდი ჟორჟინიო და ნგოლო კანტე იუქმებენ. მათ კი დღეს კოვაჩიჩი დაემატა.

„ჩელსის“ მომავალი 4 მატჩი საკმაოდ იოლი აქვს, თუ არ ჩავთვლით ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურს სტუმრად „ზენიტის“ წინააღმდეგ. რუსულ კლუბთან გასვლითი თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა „არისტოკრატები“ მერვედფინალში უკვე ოფიციალურად არიან გასულები.

პრემიერ ლიგაში კი ლონდონელები ჯერ „ლიდსს“ უმასპინძლებენ, შემდეგ „ევერტონს“ და 19 დეკემბერს „ვულვზსს“ ესტუმრებიან. დიდი ალბათობით 19 დეკემბრისთვის კოვაჩიჩი სრულ მზადყოფნაში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები