7 ფეხბურთელი დაინფიცირდა - ტოტენჰემში კორონავირუსმა იფეთქა
Aa
Aa

7 ფეხბურთელი დაინფიცირდა - ტოტენჰემში კორონავირუსმა იფეთქა

ბრიტანული გამოცემა The Sun იუწყება, რომ „ტოტენჰემში“ კორონავირუსმა იფეთქა. დაინფიცირებულია გუნდის 7 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის ორი წევრი. კლუბის გადაწყვეტილებით, ინფიცირებული ადამიანების ვინაობა არ სახელდება.

ოთხშაბათს, PCR ტესტ მთლიანმა კლუბმა გაიკეთა და 9 ინფიცირებული პიროვნება გამოვლინდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინფიცირებული ადამიანები ორჯერ იყვნენ აცრილნი და ახლა თავს იზოლაციაში კარგად გრძნობენ.

იზოლაციაში ყოფნის ვადა 10 დღეა, თუმცა იქამდე, სანამ ინფიცირებული ადამიანების ტესტის პასუხი დადებითი არ იქნება, ვარჯიშსაც ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ დავირუსებული ფეხბურთელები მინიმუმ 3 შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან. „დეზები“ უახლოეს პერიოდში კონფერენს ლიგაზე „რენს“ შეხვდებიან. პრემიერ ლიგაში კი „ბრაიტონს“ და „ლესტერს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები